„დილამ“ თევზაძე და მახარობლიძე დაიმატა #1TVSPORT
„დილამ“ თევზაძე და მახარობლიძე დაიმატა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანმა გორის „დილამ“ ორი მოთამაშე დაიმატა – ზურაბ თევზაძე და ბიძინა მახარობლიძე, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

თევზაძე 28 წლის მოთამაშეა. კარიერა „დინამო თბილისი 2“-ში დაიწყო, საიდანაც 2014 წელს ფოთის „კოლხეთში“ მოხვდა. შემდეგ იყო ლანჩხუთის „გურია“, ბოლნისის „სიონი“, თბილისის „მერანი“.

2021 წლიდან ზურაბ თევზაძე „თელავში“ თამაშობდა და ორი სეზონი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. ის პირველ წრეში სიმბოლურ ნაკრებში რამდენიმე გამოცემამ დაასახელა. გერმანული ინტერნეტსააგენტო transfermarkt-ი გამოცდილი მცველის ტრანსფერს 150 ათას ევროდ აფასებს.

გუნდის ახალწვეული გახდა ბიძინა მახარობლიძეც, რომელიც ბოლოს „ლოკომოტივში“ გამოდიოდა. „დინამო თბილისის“ აღზრდილ 30 წლის ფეხბურთელს უთამაშია ცხინვალის „სპარტაკში“, ქუთაისის „ტორპედოში“, ბოლნისის „სიონში“, საჩხერეს „ჩიხურაში“, თბილისის „მერანში“, „თელავში“, თბილისის „ლოკომოტივში“.