„დილამ“ „თელავთან" მოიგო და „ლოკომოტივი“ მესამე ადგილიდან დააქვეითა #1TVSPORT
„დილამ“ „თელავთან" მოიგო და „ლოკომოტივი“ მესამე ადგილიდან დააქვეითა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-8 ტური „კავკასიონი არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა – „თელავმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და დამარცხდა, რამაც სატურნირო ცხრილში ცვლილებები შეიტანა.

ანგარიში 32-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა, რომელსაც ასისტენტობა პაატა ღუდუშაურმა გაუწია. „თელავი“ მთელი 90 წუთი მეტოქეზე ზეწოლას და კარის აღებას ცდილობდა, მაგრამ ხან შემტევებს აკლდა სიზუსტე, უმთავრესად კი მცველები კარგად თამაშობდნენ.

90-ე წუთზე გორელებმა კონტრშეტევაზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც თორნიკე კაპანაძის წაქცევისთვის დაინიშნა. ჯარიმა თავად დაზარალებულმა შეასრულა და „დილამ“ 2:0 გაიმარჯვა.

ამ მოგებით „დილამ“ 8 ტურის შემდეგ 14 ქულა დააგროვა, თბილისის „ლოკომოტივს“ ქულებით დაეწია, ხოლო პირადი მაჩვენებლებით გადაასწრო. „თელავი“ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-8 პოზიციაზეა.


თელავი-დილა 0:2


გოლი: 0:1 ბიძინაშვილი (32. ღუდუშაურის პასით), 0:2 თ. კაპანაძე (90+1. პენალტი)

12.04. 2021. თელავი. „კავკასიონი არენა“

თელავი“: ჩოჩიშვილი – ძოწენიძე (46. მარაქველიძე), თევზაძე, ფაცაცია (87. სოსიაშვილი) – თ. კაპანაძე, მ. ბაშელეიშვილი (57. ინჯგია), ბაიბალაევი, ჯანელიძე, შერგელაშვილი – ხაბულიანი (46. შეყილაძე), ლ. კოხრეიძე (57. არდაზიშვილი)

დილა“: ლუკა გუგეშაშვილი – ალეფ სანტოსი (85. ჩიტეიშვილი), ეტოუ, ჭიჭინაძე, ვანდერსონ სილვა – ბიძინაშვილი (85. მოსიაშვილი), ნონდი, ნ. გაგნიძე – ღუდუშაური (60. წოწონავა), თ. კაპანაძე, ბუღრიძე (67. კამარა)

მთავარი არბიტრი: ბ. ნინუა

გაფრთხილებები: კოხრეიძე (37), ძოწენიძე (37), ნონდი (37), შეყილაძე (68), ჩიტეიშვილი (85), ჩოჩიშვილი (89), ბაილაევი (90+2)