„დილამ“ „თელავი“ ბოლო წუთებზე დაამარცხა და გალიდერდა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-8 ტურის მატჩი გორის „დილასა“ და „თელავს“ შორის „თენგიზ ბურჯანაზე არენაზე“ გაიმართა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა – მატჩის ბედი ბოლო წამებზე გატანილი გოლით გადაწყდა.

შეხვედრა პირველ ტაიმში შეჩერდა. სტუმართა მცველმა ცოტნე კაპანაძემ თავი ცუდად იგრძნო და გაგრძელება ვეღარ მოახერხა, მალე კი საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ამის გამო თამაში საკმაო ხნით შეჩერდა, მაგრამ საბოლოოდ გაგრძელდა.

მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა – ანგარიში „თელაველებმა“ გახსნეს. ლაშა ქოჩლაძის კუთხურის შემდეგ, მასპინძელთა კარი შეტევაში ჩართულმა სტუმართა მცველმა, ზურაბ თევზაძემ 62-ე წუთზე აიღო.

გორელებმა წონასწორობა ძალიან სწრაფად და უცნაურ ვითარებაში აღადგინეს – 64-ე წუთზე ჰაჯი დრამემ მცველს ბურთი დაუფარა, რომელიც კარისკენ წავიდა და მარტო მყოფმა, ვაგნერ გონსალვესმა შანსით ისარგებლა – 1:1. 85-ე წუთზე კი მასპინძლებს 3 ქულა ფრანცისკო მადინგამ მოუტანა 2:1.

8 ტურის შემდეგ „დილამ“ 18 ქულა დააგროვა, ეროვნული ლიგის ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ (16) გადაასწრო და გალიდერდა, „თელავი“ (10) კი მე-5 პოზიციაზეა.