დილამ სიონი ამხანაგური მატჩში დაამარცხა
დილამ სიონი ამხანაგური მატჩში დაამარცხა

გორის დილა წინასასეზონო მზადებას აგრელებს და ამხანაგურ მატჩებს მართავს. ამჯერად გორელებმა მე-4 ტესტ-მატჩი ბოლნისის სიონთან გამართეს.

შეხვედრა მუხიანის სპორტულ კომპლექსში გაიმართა. ანგარიში პირველ ტაიმში ნუგზარ სპანდერაშვილმა გახსნა.

რამდენიმე წუთში დილას მცველმა საკუთარ საჯარიმოში ზვიად სიხარულია აკრძალული ხერხით შეაჩერა და თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან წონასწორობა ჯაბა უგულავამ აღადგინა.

გამარჯვების გოლი გორელთა რიგებში სინჯებზე მყოფმა ანდრეი ტიტოვმა შეხვედრის მიწურულს გაიტანა – მან მცველს შეცდომა არ აპატია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1 დილას სასარგებლოდ.

მზადების მეორე ეტაპს სიონი 8 თებერვალს დაიწყებს – ბოლნისური გუნდი თურქეთში, ბელეკში მოემზადება, სადაც ოთხი ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი.