„დილამ“ შანსით ვერ ისარგებლა - „სამგურალმა“ გორში გამარჯვებით მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა #1TVSPORT
„დილამ“ შანსით ვერ ისარგებლა - „სამგურალმა“ გორში გამარჯვებით მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა #1TVSPORT

გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენამ“ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მორიგ შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც ძალიან ემოციური და საინტერსო გამოდგა – „დილამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა.

შეხვედრა წყალტუბოელებმა კარგად დაიწყეს და კონტრშეტევაზე ანგარიში გახსნეს. „სამგურალის“ ფლანგის თავდამსხმელმა ირაკლი ლექვთაძემ კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დათო კირკიტაძე დატოვა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმში გორელები მასპინძლებს მთელი ძალებით უტევდნენ, როდესაც საკუთარ კარში მეორე გოლი მიიღეს – სწრაფი კონტრშეტევა გიორგი ბუხაიძემ მოედაზე ახლად გასულ ილია ახვლედიანს გაუგრძელა, რომელმაც ზუსტი დარტყმით ანგარიში წყალტუბოელთა სასარგებლოდ 2:0 გახადა.

გორელებმა სხვაობა მალე შეამცირეს. კუთხურის მოწოდების შემდეგ ბურთი „სამგურალის“ ძელს მოხვდა, დამატებაზე კი კონგოელმა ცენტრალურმა მცველმა რომარიკ ეტოუმ ზუსტად დაარტყა და ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა – 1:2.

ამ დროს „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ შეტევების გასაძლიერებლად საყრდენი ნახევარმცველი ალეფ სანტოსი თავდამსხმელით, დიდიე კოუგბენიათი ჩაანაცვლა.

ბოლო წუთებზე გორელები მთელი ძალებით უტევდნენ, წინ მეკარე ლუკა გუგეშაშვილიც წავიდა, საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ საბოლოოდ 1:2 წააგეს. „დილამ“ ლიდერების, 25 ქულის მქონე ბათუმის „დინამოსა“ და „დინამო თბილისის“ დაწევის შანსი ხელიდან გაუშვა და 22 ქულით მესამე ადგილზე დარჩა. „სამგურალმა“ კი 16 ქულა დააგროვა, თბილისის „ლოკომოტივსა“ (15) და ქობულეთის „შუქურას“ (14) გადაასწრო და მეხუთე ადგილზე აინაცვლა.


„დილა“ – „სამგურალი“ 1:2


გოლები: 0:1 დ. კირკიტაძე (4. ლექვთაძის პასით), 0:2 ი. ახვლედიანი (68. ბუხაიძის პასით), 1:2 ეტოუ (73)

11.05. 2021. გორი. „თენგიზ ბურჯანაძე – არენა“

„დილა“: გუგეშაშვილი – ჩიტეიშვილი, მაისაშვილი, ეტოუ, ვანდერსონ სილვა – ალეფ სანტოსი (73. კოუგბენია), ნონდი, ნ. გაგნიძე – ღუდუშაური (68. ნემსაძე), მადინგა, კამარა

სამგურალი“: ქვილითაია – ბანძელაძე (82. მჭედლიშვილი), ლ. ლექვთაძე, პატარკაციშვილი, კალანდარიშვილი – გილმორი (82. თ. კიკაბიძე), ბურჯანაძე – დ. კირკიტაძე (75. დოლიძე), ფონიავა, ლექვთაძე (63. ი. ახვლედიანი) – კუხიანიძე (63. ბუხაიძე)

მთავარი არბიტრი: კ. გიორგაძე

გაფრთხილებები: ბანძელაძე (20), ნ. გაგნიძე (57), კამარა (69), ბუხაიძე (77), კალანდარიშვილი (82)


 

დატოვე კომენტარი