„დილამ“ სეზონში პირველად მოიგო - კვარაცხელია მოედნიდან გააძევეს #1TVSPORT
„დილამ“ სეზონში პირველად მოიგო - კვარაცხელია მოედნიდან გააძევეს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში გორის „დილამ“ ქობულეთის „შუქურა“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილში დაწინაურდა.


დილა-შუქურა 2:0


გოლები: 1:0 გომისი (13. ზ. თევზაძის პასით). 2:0 გეილი (67. გომისის პასით).

გაძევება: ლ. კვარაცხელია (90, შუქურა).

 

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში გორელებმა მატჩის დასაწყისშივე გახსნეს – სწრაფი, ეფექტური კომბინაცია მე-13 წუთზე ონორე გომისმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და „დილა“ წინ გაიყვანა.

მეორე ნახევარში „შუქურა“ ანგარიშის გათანაბრებას შეეცადა, მაგრამ მიზანს ისევ „დილამ“ მიაღწია, რომელიც მეტოქეზე ბევრად უკეთ შეთამაშებული ჩანდა. 67-ე წუთზე ანდრეი დემჩენკოს გუნდმა კიდევ ერთი სწრაფი შეტევა განავითარა და ონორე გომისის გადაცემით ტიერი გეილიმ ეფექტური გოლი გაიტანა – 2:0.

შეხვედრის ბოლოს „შუქურა“ 10 მოთამაშით დარჩა. მოედანზე 71- წუთზე შესულმა ლაშა კვარაცხელიამ ორწუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და მოედნის დატოვება მოუხდა.

„დილამ“ კი მატჩი დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიიყვანა, სეზონში პირველად მოიგო და ხუთი ტურის შემდეგ 6 ქულით მე-4 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „შუქურა“ (3) მე-9 პოზიციაზე დაქვეითდა.