„დილამ“ სეზონი მოგებით განაახლა - გორელებმა „იბერიასთან“ ჩამორჩენა შეამცირეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-19 ტური გორში გამართული მატჩით გაგრძელდა – „დილამ“ საგარეჯოს „გარეჯი მიიღო და 2:0 დაამარცხა.
„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ შეხვედრაში გორელებმა ანგარიში 34-ე წუთზე გახსნეს – ფრანგი მცველის, ჟან-მარკ ტიბუეს შესანიშნავი გადაცემით კარის წინ გახსნილმა დეო ბასინგამ ისარგებლა და მასპინძლები დააწინაურა.
უპირატესობას „დილა“ ფლობდა, „გარეჯი“ კი წონასწორობის აღდგენას იშვიათი კონტრშეტევებით ცდილობდა, მაგრამ სტუმრები 85-ე წუთზე 10 მოთამაშით დარჩნენ – მთავარმა არბიტრმა გიორგი გაბაძეს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა.
90+2-ე წუთზე საბოლოო ანგარიში კუთხურის გათამაშების შემდეგ პედრო მენდეშმა დააფიქსირა – 2:0.
19 ტურის შემდეგ „დილამ“ 41 ქულა დააგროვა, პირველადგილოსან „იბერიასთან“ (44) სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა და მეორე ადგილზეა. „გარეჯი“ (18) კი მე-8 ადგილზე დარჩა.