„დილამ“ „სამგურალს“ მოუგო და ეროვნული ლიგის ლიდერი გახდა #1TVSPORT
„დილამ“ „სამგურალს“ მოუგო და ეროვნული ლიგის ლიდერი გახდა #1TVSPORT

გორის „დილამ“ წყალტუბოს „სამგურალთან“ გასვლითი მატჩი 0:1 მოიგო და ეროვნულ ლიგაში ქულებით „იბერიას“ გაუთანაბრდა.

ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრა წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ერთადერთი გოლი კი შესვენების შემდეგ გავიდა.

გორელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში სწრაფი და შედეგიანი შეტევა წამოიწყეს, გოლის გატანა ტაირელ ვაუტერმა მოახერხა.

ეროვნულ ლიგაში გამართული ორი ტურის შემდეგ „დილამ“ ექვსი ქულა დააგროვა და დამატებითი მაჩვენებლით პირველ ადგილზეა.