„დილამ“ საგარეჯოს „გარეჯს“ მოუგო – შეყილაძემ ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის პირველი ტურის გადადებულ შეხვედრაში, გორში „დილამ“ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ნუნუ კოშტას გუნდი უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და 22-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა – აბუბაქარ კონტე ორ მცველს გასცდა და ზუსტად დაარტყა.
„დილამ“ უპირატესობა 56-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გაზარდა – კარის წინ შოთა შეყილაძე აღმოჩნდა, რომელმაც ბოლო ორ შეხვედრაში მეოთხე გოლი გაიტანა.
საგარეჯოს „გარეჯმა“ სხვაობა მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე შეამცირა – თავი თორნიკე ძებნიაურმა გამოიჩინა.
ხუთი ტურის შემდეგ „დილა“ 10 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო საგარეჯოს „გარეჯი“ (4) – მე-9 პოზიციაზე.