„დილამ“ ორი მცველი დაიმატა
„დილამ“ ორი მცველი დაიმატა

გორის „დილამ“ ორი მოთამაშე დაიმატა, ერთი უცხოელი, ერთიც – ქართველი და ამით კლუბის მთავარი მწვრთნელი დაცვასა და ნახევარდაცვაში არსებული პრობლემების მოგვარებას შეეცადა.

გორელთა პრეს-სამსახურის ცნობით, პირველი მათგანი გაირა ჯოოფია. 19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გასული სეზონი ებრაული ,,აპოელ რამათში” ჩაატარა, სადაც 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა (აქედან 17 ძირითად შემადგენლობაში) და 3 გოლის გატანა მოახერხა. გაირა ჯოოფი გამბიის 23 წლამდე ნაკრების ფეხბურთელია.

გორელთა მეორე ახალწვეული გიორგი გადრანი გახლავთ. 23 წლის გადრანმა კარიერა ,,გაგრაში“ დაიწყო, სადაც 3 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა. მერე თბილისის ,,დინამოს” ღირსებას იცავდა, საიდანაც უკრაინულ ,,ჩერნომორეცში“ გადავიდა.

„დილაში“ გადმოსვლამდე მისი ბოლო კლუბიც უკრაინის პრემიერლიგელი ჩერნიგოვის „დესნა“ იყო, რომლის შემადგენლობაშიც, გიორგიმ 7 მატჩი ჩაატარა, გასული სეზონის დასრულების შემდეგ კი კლუბი დატოვა. გადრანი საქართველოს ახალგარდული ნაკრების წევრი გახლდათ.