„დილამ“ ნიგერიელის სადებიუტო გოლით მოიგო [ვიდეო]
„დილამ“ ნიგერიელის სადებიუტო გოლით მოიგო [ვიდეო]

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე ტური აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთა შეხვედრით დასრულდა. „ვიტ ჯორჯიამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და დამარცხდა.

შეხვედრის ბედი მატჩის მიწურულს გადაწყდა. გორელთა შეტევა ჯეიკობ ნკოჯუმ დააგვირგვინა. „დილას“ ნიგერიელმა თავდამსხმელმა ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე გაიტანა და სტუმრებს მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოუტანა 0:1. ეს ნკოჯუს სადებიუტო გოლი იყო „დილას” მაისურით.

„ვიტ ჯორჯია“ მეათე ტურის შემდეგ 11 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო „დილა“ (8) მოგების მიუხედავად, მეცხრე პოზიციაზეა.

ეროვნულ ლიგაში შემდეგი ტურის თამაშები 4-5 მაისს გაიმართება. ცენტრალური მატჩი წყალტუბოს განახლებულ სტადიონზე გაიმართება, სადაც 4 მაისს ქუთაისის „ტორპედო“ გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს.