„დილამ“ მოიგო და ლიდერ „დინამოს“ დაეწია

20:24, 04.07.2020

ეროვნულ ლიგაში მეოთხე ტურის მორიგი შეხვედრას თბილისის „მიხეილ მესხი არენამ“ უმასპინძლა. საჩხერეს „ჩიხურამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და დამარცხდა.

კარგი თამაში ჩაატარა გორელთა მიკოლა კოვტალიუკმა. უკრაინელმა ლეგიონერმა 21-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 38-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ფაქტობრივად, მეტოქეს ყველა შანსი გადაუწურა.

საბოლოოდ, გორის „დილამ“ ანგარიშით 2:0 მოიგო, ოთხი ტურის შემდეგ რვა ქულა დააგროვა და ლიდერს, თბილისის „დინამოს“ გაუთანაბრდა, ხოლო საჩხერეს „ჩიხურა“ ერთი ქულით ისევ ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა.

მეოთხე ტურში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება: დღეს, 21:00-ზე „თელავი“ „კავკასიონი არენაზე“ „სამტრედიას“ მიიღებს, ხოლო კვირას, 5 ივლისს, თბილისის „მერანი“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს – მატჩი „მიხეილ მესხი 2“-ზე, 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი