დილამ ლიდერი ბათუმის დინამო შეაჩერა
დილამ ლიდერი ბათუმის დინამო შეაჩერა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში მე-13 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა – თამაშები შედეგიანი არ აღმოჩნდა და მხოლოდ ერთი გოლი გავიდა.
 
საჩხერის ჩიხურამ მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე რუსთავს უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0.
გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი ბათუმის დინამო გორში დილას ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი სტუმართა კარში ტოგოელმა თავდამსხმელმა დიდიე კოუგბენიამ გაიტანა – მან მეტოქის კარი 76-ე წუთზე აიღო.
ბათუმის დინამო 25 ქულით მეორე ადგილზე დარჩა და საბურთალოს ორი ქულით ჩამორჩება. ჩიხურა 19 ქულით მეექვსე პოზიციაზეა, დილა (17) – მეშვიდეზე, ხოლო აუტსაიდერმა რუსთავმა ბოლო ტურებში მოპოვებული ქულებით პირველად მოახერხა მე-9 ადგილზე გადასვლა.