„დილამ“ კამარა გამოისყიდა - გვინეელი შემტევი „დინამოში“ გადავა #1TVSPORT
„დილამ“ კამარა გამოისყიდა - გვინეელი შემტევი „დინამოში“ გადავა #1TVSPORT

ვალერენგას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გორის „დილამ“ ნორვეგიული კლუბისგან უსმან კამარას ტრანსფერი გამოისყიდა.

„კამარა ქართულ გუნდში გაიყიდა. 22 წლის ფეხბურთელმა გორის დილასთან კონტრაქტი გააფორმა. უსმან კამარა „ვალერენგაში“ 2019 წლის შემოდგომაზე „ესკილსტუნადან“ გადავიდა. ტრავმებით გამოწვეული საკმაოდ რთული პერიოდის შემდეგ 2021 წლის იანვარში ტექნიკური გარემარბი იჯარით გორის „დილაში“ კარიერის ასაწყობად გადავიდა. საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბში გატარებული სეზონის შემდეგ, 22 წლის ფეხბურთელმა 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა და ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფლანგელი გახდა. მას ახლა „დილასთან“ სრულფასოვანი ხელშეკრულება აკავშირებს“, – წერია „ვალერენგას“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

კომენტარი გააკეთა გუნდის სპორტულმა მენეჯერმა იორგენ ინგებრიგსენმა.

„შარშან გორის „დილას“ კარგი სეზონი ჰქონდა და ამაში კამარამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამიტომ, კლუბს მასთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება სურდა და ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ გაფორმებული ხელშეკრულებით“.

23 წლის გვინეელი შემტევი გორის „დილამ“ 2021 წელს იჯარით დაიმატა, მან კი ფორმაში შესვლა და საკმაოდ კარგი თამაშის ჩვენება შეძლო. შედეგად ცნობილი იყო, რომ კამარა „დინამოში“ გადადიოდა. „დილამ“, სავარაუდოდ, ეს სატრანსფერო ოპერაცია იმიტომ განახორციელა, რომ შემდეგ გვინეელი შემტევი „დინამო თბილისში“ თავად გაეყიდა. არსებული ინფორმაციით, კამარა თბილისური კლუბის ფეხბურთელი მალე ოფიციალურად გახდება.