„დილამ“ ისევ ვერ მოიგო - „სამგურალი“ სამეულში დაწინაურდა #1TVSPORT
„დილამ“ ისევ ვერ მოიგო - „სამგურალი“ სამეულში დაწინაურდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის ორი მატჩი გაიმართა. ბოლნისში ერთ-ერთმა ლიდერმა გორის „დილამ“ ვერ მოიგო, ამით „სამგურალმა“ ისარგებლა და ლიდერებში თავად დაწინაურდა.

ზედიზედ მესამე ტურია, გორის „დილა“ ვერ იგებს – ბათუმის „დინამოსთან“ გასვლაზე (0:3) და „დინამო თბილისთან“ საშინაო წაგების (0:1) შემდეგ ბოლნისში „სიონს“ ესტუმრა და დიდი მცდელობის მიუხედავად, ერთ-ერთი აუტსაიდერი ვერ დაამარცხა – 0:0.

დინამო-არენაზე“ „გაგრამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და დამარცხდა. სტუმრებმა უპირატესობას სულ რაღაც სამწუთიან მონაკვეთში მიაღწიეს. 35-ე წუთზე ანგარიში თედო კიკაბიძემ გახსნა, ხოლო ჯეფერსონ ჯერალდომ (38) საბოლოო ანგარიშით დააფიქსირა – 0:2.

14 ტურის შემდეგ „სამგურალი“ ქულებით (26) „დინამო თბილისს“ გაუთანაბრდა, „საბურთალოს“ (23) და გორის „დილას“ (23) გადაასწრო და მესამე ადგილზე დაწინაურდა. რაც შეეხება „გაგრას“ (17), გუნდი მე-7 ადგილზე დარჩა, ხოლო „სიონი“ (11) მე-9 ადგილზეა.

დატოვე კომენტარი