„დილამ“ ისევ ვერ მოიგო - ბათუმის „დინამომ“ პირველი ქულები დაკარგა #1TVSPORT
„დილამ“ ისევ ვერ მოიგო - ბათუმის „დინამომ“ პირველი ქულები დაკარგა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრას გორმა უმასპინძლა – გასული სეზონის მესამეადგილოსანი „დილა“ ვიცე-ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“ შეხვდა და ქულას დასჯერდა – 1:1.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება გორელებმა აქტიურად დაიწყეს, ბათუმელებს საკუთარი თამაში თავს მოახვიეს და სწრაფად დაწინაურდნენ – მე-10 წუთზე სტუმართა კარი 20 წლის ბარბადოსელმა ლეგიონერმა ტიერი გეილიმ აიღო.

ტაიმის მიწურულს უპირატესობა დინამოელებმა მოიპოვეს და ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ჯოვინო ფლამარიონმა ბურთი კარს ააცილა.

ბათუმელები მიზანს 74-ე წუთზე მაინც მიაღწიეს – საჯარიმოს სიახლოვიდან ლადო მამუჩაშვილმა ძლიერი დარტყმით „დილას“ გაუტანა. ბოლო წამებზე ბათუმელებს მოგების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ფლამარიონმა მომენტით ამჯერადაც ვერ ისარგებლა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს – 1:1.

სამი ტურის შემდეგ „დილას“ ჯერ თამაში არ მოუგია, ბათუმის „დინამოსთან“ მოპოვებული ქულით მე-8 ადგილზე დაწინაურდა, ბათუმელებმა კი პირველი ქულები დაკარგეს და 7 ქულით მეორე პოზიციაზე არიან.