„დილამ“ „გარეჯთან“ გაიმარჯვა და ლიდერებთან ჩამორჩენა შეამცირა #1TVSPORT
გორის „დილამ“ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში სტუმრად „გარეჯი“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხადა სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი შეინარჩუნა.
შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. გორელებმა ანგარიში 65-ე წუთზე გახსნეს. მასპინძელთა მეკარისა და მცველების შეცდომით ჟან-მარკ ტიბუმ ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა. მიუხედავად „გარეჯის“ მცდელობისა, ანგარიში აღარ შეცვლილა.
10 ტურის შემდეგ გორის კლუბს 20 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა. „დილამ“ ლიდერებთან ჩამორჩენა შეამცირა — „იბერიასთან“ განსხვავება 4 ქულაა, ბათუმის „დინამოსთან“ კი მხოლოდ – ერთი. „გარეჯი“ 5 ქულით მეხუთე ადგილზე რჩება.