დილამ დინამო დაამარცხა, ტორპედო ფოთში შეაჩერეს (ვიდეო)
დილამ დინამო დაამარცხა, ტორპედო ფოთში შეაჩერეს (ვიდეო)

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 27-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა და ორივე, ფავორიტებისთვის მიუღებელი შედეგით დასრულდა.

ფოთის „კოლხეთმა“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და სტუმართა დიდი მცელობის მიუხედავად, სამი ქულის მოპოვება ვერ მოახერხა. „პარკი არენაზე“ გამართული ეს მატჩი 0:0 დასრულდა. ფოთელები ამ ეტაპზე ბოლო ადგილზე არიან, მაგრამ „სამტრედიასთან“ ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირეს. ქუთაისელებმა კი 41 ქულა დააგროვეს და ამ მაჩვენებლით საჩხერეს „ჩიხურას“ გაუთანაბრდნენ, მაგრამ კონკურენტებთან შედარებით ოთხი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და მეოთხე ადგილზე აინაცვლეს.

ლიდერთა დაპირისპირება კი გორში გაიმართა, სადაც „დილა“ თბილისის „დინამოს“ შეხვდა. მასპინძლებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე არაზუსტი შეტევის შემდეგ, 74-ე წუთზე ანგარიშც გახსნენ. გიორგი კორიფაძის გადაცემა ზუსტი თავური დარტყმით – მიკოლა კოვტალიუკმა დააგვირგვინა და საბოლოოდ „დილამ“  1:0 მოიგო.

ამ წაგებით „დინამომ“ ლიდერ „საბურთალოსთან“ სხვაობის შემცირების შანსი დაკარგა და 55 ქულით ისევ მეორე ადგილზეა, „დილამ“ კი 48 ქულა დააგროვა და პირველადგილოსანთან ჩამორჩენა შვიდ ქულამდე შეამცირა.