„დილა“ უზბეკურ კლუბთან დამარცხდა #1TVSPORT
„დილა“ უზბეკურ კლუბთან დამარცხდა #1TVSPORT

გორის „დილამ“ დღეს თურქეთში საწვრთნელ შეკრებაზე მეხუთე საკონტროლო მატჩი „ნასაფთან“ გამართა და 0:2 დამარცხდა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდმა პირველი ტაიმი უგოლოდ დაასრულა – 0:0. უზბეკურმა კლუბმა, რომლისთვისაც ეს თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი იყო, უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვა, „დილას“ ორი უპასუხო გოლი გაუტანა და გამარჯვებას მიაღწია.

„დილა“ – „ნასაფი“ 0:2

„დილა“: ბულისკერია, ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, ზ. თევზაძე, ვანდერსონ სილვა, ნ. გაგნიძე, ჯეან ვიკტორი, ალეფ სანტოსი, გეილი, გომისი, ცეცხლაძე

„დილა“ თურქულ შეკრებაზე კიდევ 3 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. 13 თებერვალს გუნდი უკრაინულ „ოლექსანდრიას“ დაუპირისპირდება, 16 თებერვალს – ასევე უკრაინულ „ინჰულეცს“.

მეოთხე მეტოქე 10 თებერვალს ყაზახური „ორდაბასი“ უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს თამაში გამოირიცხა და გორელები მეტოქეს მალე გაარკვევენ.