„დილა“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა #1TVSPORT
„დილა“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა #1TVSPORT

გორის „დილა“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. მანამდე ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ამხანაგური მატჩი თბილისის „მერანთან“ გამართა და 2:2 დაასრულა. პირველი ნახევარი გორელებმა ძირითადი შემადგენლობით ჩაატარეს და 2:0 მოიგეს, გოლები ცოტნე მოსიაშვილისა და რეზი ჩიტეიშვილის ანგარიშზეა. ტაიმის დასრულების შემდეგ გუნდის შემადგნელობა თითქმის სრულად გადახალისდა და სინჯებზე მყოფმა ფეხბურთელებმა მეორე ნახევარში უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

„დილა“ წინასასეზონო მზადებას 3 თებერვლიდან თურქეთში განაგრძობს. გუნდი ანტალიაში ოთხ სპარინგ-მატჩს გამართავს, საიდანაც სამი გუნდი უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელი იქნება: 7 თებერვალს „დილა“,,ინჰულეცს“ დაუპირისპირდება, 10 თებერვალს – „მინაის“, ხოლო 13 თებერვალს – ოდესის „ჩერნომორენცს“. მე-4 მატჩი განრიგის მიხედვით 17 თებერვალს შედგება, მეტოქის ვინაობა კი უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

„დილა“ თურქულ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: პაოლო ფულაძე, დემეტრე ბულისკერია

მცველები: რეზი ჩიტეიშვილი, ალეფ სანტოსი, ვანდერსონ სილვა, ანრი ჭიჭინაძე, თორნიკე ძოწენიძე, გოგი მამულაშვილი, არჩილ კობერიძე, გიორგი გაფრინდაშვილი

ნახევარმცველები: ამოს ნონდი, ნიკა გაგნიძე, ცოტნე მოსიაშვილი, ჰაჯი დრამე, საბა გეგელაშვილი, გიორგი ლომთაძე, გიორგი ივანიაძ,ე პაატა ღუდუშაური

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი, თამაზ მაქაცარია, თორნიკე კაპანაძე

გუნდს კოვიდვირუსის გამო მოგვიანებით შეურთდებიან დემეტრე ბულისკერია და თორნიკე კაპანაძე, ხოლო ახალწვეული, ალვარო ტავარეში „დილას“ თურქეთში შეუერთდა.