„დილა“ შეკრებაზე თურქეთში მიემგზავრება - ანდრეი დემჩენკომ ოთხი მატჩი დაგეგმა #1TVSPORT
„დილა“ შეკრებაზე თურქეთში მიემგზავრება - ანდრეი დემჩენკომ ოთხი მატჩი დაგეგმა #1TVSPORT

გორის „დილა“ თურქეთში მიემგზავრება, სადაც ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებას გაივლის და ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

გუნდში სინჯებზე არიან მცველები გიორგი უბილავა და გიორგი ჯავახიშვილი, ასევე ნახევარმცველი ზაურ სიჭინავა. მათ გარდა, „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ შემდეგი შემადგენლობა წაიყვანა:

მეკარეები: დემეტრე ბულისკერია, გურამ ჩიკაშუა, გიორგი ოდიკაძე;

მცველები: რევაზ ჩიტეიშვილი, ვანდერსონ სილვა, რომარიკ ეტოუ, ზურაბ თევზაძე, ვიტორ სილვა, თორნიკე ძოწენიძე, გიორგი გაფრინდაშვილი;

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე, ტიერი გეილი, ალეფ სანტოსი, ჟან ვიქტორი, ონორე გომისი, ბიძინა მახარობლიძე, ოთარ ფარულავა, გიგა ბექაძე;

თავდამსხმელი: გიორგი ცეცხლაძე.

„დილა“ თურქულ შეკრებაზე 4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

7 თებერვალი – „ნასაფი“, უზბეკეთი

13 თებერვალი – „ოლექსანდრია“, უკრაინა

16 თებერვალი – „ინჰულეცი“, უკრაინა

მეოთხე მატჩი გორელებს, პირველადი შეთანხმებით, 10 თებერვალს ყაზახური „ორდაბასის“ წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა თამაში ჩაიშალა და ახლა „დილა“ სავარაუდო მეტოქეს აზუსტებს.