„დილა“ „სამტრედიასთან“ დამარცხდა და გალიდერების შანსი დაკარგა
„დილა“ „სამტრედიასთან“ დამარცხდა და გალიდერების შანსი დაკარგა

ეროვნული ლიგის მე-12 ტურში „სამტრედიამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

„ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართული შეხვედრა მასპინძელთა მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო იყო გიორგი მიქაძისთვის, რომელმაც კახა კაჭარავა ჩაანაცვლა და გუნდს პირველი გამარჯვებაც მოუტანა. მატჩის ბედი დავით თარგამაძის გოლმა გადაწყვიტა – საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა 54-ე წუთზე დანიშნული პენალტი გამოიყენა.

საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და „სამტრედიამ“ ერთ-ერთ ლიდერთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, 12 ქულა დააგროვა და ქუთაისის „ტორპედოს“ დაეწია, რომელსაც ამ ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვს.

გორის „დილა“ ისევ 20 ქულის ამარა დარჩა და ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ დაწევის შანსი დაკარგა.