„დილა“ მეორეზე დაწინაურდა, „დინამო თბილისი“ სამეულშია #1TVSPORT
„დილა“ მეორეზე დაწინაურდა, „დინამო თბილისი“ სამეულშია #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-6 ტურის მორიგი შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა, სადაც „დინამო თბილისმა“ თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

მასპინძლებმა ანგარიში 28-ე წუთზე გახსნეს. „ლოკომოტივის“ კართან განხორციელებული სწრაფი შეტევა დმიტრი ანტილევსკის დააგვირგვინა  – 1:0. „ლოკომოტივმა“ ანგარიში 42-ე წუთზე ბექა ბუიღლიშვილის გოლით გაათანაბრა. 65-ე წუთზე „დინამო“ ისევ დაწინაურდა – ყოფილი გუნდის კარი თორნიკე კირკიტაძემ აიღო და საბოლოოდ, მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ კი „დილამ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 1:0 სძლია. ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე პაატა ღუდუშაურმა გაიტანა. 88-ე წუთზე სათადარიოგოთა სკამზე მყოფ თბილისელთა მცველს, გია ჩადუნელს, მსაჯთან კამათისთვის წითელი ბარათი აჩვენეს.

6 ტურის შემდეგ გორის „დილამ“ 12 ქულა დააგროვა, ბათუმის „დინამოს“ (13) მხოლოდ ქულით ჩამორჩება, „დინამო თბილისი“ (9) მესამეზე დაწინაურდა, „საბურთალო“ (7) მე-7 პოზიციაზე დაქვეითდა, ხოლო „ლოკომოტივი“ კვლავ უქულოდ დარჩა და ბოლო ადგილზეა.