„დილა“ ელიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მცველმა დატოვა - ნემსაძე თავისუფალი აგენტი გახდა #1TVSPORT
„დილა“ ელიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მცველმა დატოვა - ნემსაძე თავისუფალი აგენტი გახდა #1TVSPORT

ანდრო ნემსაძე „დილას“ ფეხბურთელი აღარ არის – ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მცველმა თავისი გადაწყვეტილება საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა.

„გუნდთან კონტრაქტი 1+1 წლით გავაფორმე, მაგრამ გაგრძელება აღარ ვისურვე, რადგან სათამაშო პრაქტიკა მჭირდება. „დილაში“ სეზონში 24 თამაში ჩავატარე, თუმცა მუდმივი პრაქტიკა არ მქონდა. მარტო ხელფასის გამო დარჩენა კი არ მსურს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ანდრო ნემსაძე.

24 წლის მცველი გორის „დილაში“ 2021 წლის იანვარში ჩაირიცხა და 24 მატჩი ჩაატარა. ახალგაზრდა ფეხბურთელი მოლაპარაკებას რამდენიმე გუნდთან აწარმოებს.

„იმედი მაქვს, რომ ახალ გუნდში მალე გადავალ. იყო რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, ყაზახეთშიც. თუმცა, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია, რადგან იშვიათი გამონაკლისების გარდა, წელს გუნდები ტრანსფერების განხორციელებას არ ჩქარობენ“.

ანდრო ნემსაძის თქმით, ეს კლუბებში არსებულ ვითარებას უკავშირდება.

„წლის ბოლომდე უცნობი იყო, გუნდებს დააფინანსებდნენ თუ არა და ამის გამო ბევრგან გაურკვევლობაა. „ლოკომოტივის“ დაშლა ყველაზე ცუდი პრეცედენტი იყო და ყველას გული დაგვწყვიტა, რადგან ძალიან კარგი გუნდი იყო. გუნდები უნდა ძლიერდებოდნენ და არა – იშლებოდნენ“.

დატოვე კომენტარი