„დილა“ ასპროცენტიანი შედეგით გალიდერდა - სამტრედიაში ღუდუშაურმა გაიბრწყინა #1TVSPORT
„დილა“ ასპროცენტიანი შედეგით გალიდერდა - სამტრედიაში ღუდუშაურმა გაიბრწყინა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-2 ტური სამტრედიაში გამართული შეხვედრით გაიხსნა. „ეროსი მანჯგალაძეზე“ „სამტრედიამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და დამარცხდა.

მატჩის გმირი პაატა ღუდუშაური იყო – ფეხბურთელი, რომელიც ორი წელი დისკვალიფიცირებული იყო. მან მე-10 წუთზე ანგარიში გახსნა, საჯარიმოში მცველებს იოლად გასცდა და ლამაზი მოჭრილი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.

33-ე წუთზე თამაში მცირე ხნით კურიოზული მიზეზით შეწყდა. მოედანზე ძაღლი შევარდა. მაგრამ „სამტრედიას“ ფეხბურთელმა გია ახალაძემ მოედნიდან დიდი პრობლემის გარეშე გაიყვანა.

გორელებმა ტაიმის ბოლოს უპირატესობა გაზარდეს. გოლი ისევ ღუდუშაურის დამსახურებით გავიდა, რომელმაც მოედნის ცენტრიდან კარის წინ ჩააწოდა, თორნიკე კაპანაძემ დაარტყა, ბურთს მეკარე გადაეფარა და დამატებაზე ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა – 0:2.

მეოერ ნახევარში „სამტრედიამ“ ქულის გადარჩენა სცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა და საბოლოოდ, „დილამ“ 2:0 მოიგო და ასპროცენტიანი შედეგით ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა.

 

„სამტრედია“ – „დილა“ 0:2


გოლები: 0:1 ღუდუშაური (10), 0:2 ბუღრიძე (41. კაპანაძის პასით)

05.03. 2021. სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე – არენა“

სამტრედია“: კულუა – მილუტინოვიჩი, სამბუ, გიორგაძე – იოსელიანი, კერძევაძე, მესიაჩენკო, ახალაძე (45+3. გადირზადე) – ჯიქია, პაულინო ვარიეტი (46. რობაქიძე) , ნათან ჟუნიორი (46. კვირკვია)

სათადარიგოები: ბ. ქურდაძე, ვიეირა, ნადირაძე, მასკარენია

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე

დილა“: გუგეშაშვილი – ჩიტეიშვილი, ხურცილავა, მაისაშვილი, ვანდერსონ სილვა – ამოს ნონდი, ნ. გაგნიძე – ღუდუშაური (68. კამარა), ბიძინაშვილი (66. მოსიაშვილი), ბუღრიძე (79. ალეფ სანტოსი) – კაპანაძე (79. მადინგა)

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, ნემსაძე, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი, ეტოუ

მთავარი მწვრთნელი: ანდრი დემჩენკო

მთავარი არბიტრი – ი. ხერხაძე

გაფრთხილებები: სამბუ (29), მესიაჩენკო (39), გუგეშაშვილი (58), ბიძინაშვილი (63), გიორგაძე (70)

დატოვე კომენტარი