დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში შერეულ ორთაბრძოლებში შეჯიბრი გაიმართება
დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში შერეულ ორთაბრძოლებში შეჯიბრი გაიმართება

თბილისში, დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში დღეს შერეულ ორთაბრძოლებში შეჯიბრი გაიმართება.

ტურნირი „თი ჯი სის“ (TGC – Titan Global Championship) ეგიდით იმართება და ჩატარდება გურამ გუგენიშვილის სახელობის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრები.

ღონისძიებაში მონაწილეობას 22 პროფესიონალი სპორტსმენი მიიღებს, შესაბამისად სულ 11 ბრძოლა გაიმართება. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 10 და 15 ლარია.

პროექტს სათავეში საქართველოს უნივერსალური ორთაბრძოლების ფედერაცია უდგას.