დიეგო სიმეონეს კორონავირუსი აქვს
დიეგო სიმეონეს კორონავირუსი აქვს

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კორონავირუსით დაავადდა. როგორც მადრიდული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა, პარასკევს მთელმა გუნდმა ჩააბარა ტესტები კორონავირუსზე და არგენტინელი სპეციალისტის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

აღნიშნავენ, რომ 50 წლის სიმეონეს ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მწვრთნელი საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ატლეტიკომ“ პირველი ოფიციალური მატჩი 2020-21 წლების სეზონში 27 სექტემბერს უნდა გამართოს, როცა ლა ლიგას მესამე ტურის რანგში შინ „გრანადას“ შეხვდება.