დიეგო სიმეონემ უეფა დაადანაშაულა „ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაში #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ უეფა დაადანაშაულა მისი გუნდის წაგებაში „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირებაში. არგენტინელი სპეციალისტის აზრით, ამ ორრაუნდიანი ბრძოლის ბედი სწორედ მთავარმა ევროპულმა საფეხბურთო ორგანიზაციამ გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ 11-მეტრიანების სერიაში ხულიან ალვარესს არ ჩაუთვალეს პენალტი ბურთზე ორმაგი შეხების გამო.
„ჩვენ შესანიშნავად გამოვედით ჩემპიონთა ლიგაზე, კარგად ვიბრძოდით, მოვიგეთ მეორე შეხვედრა, მაგრამ დავასრულეთ ისე, როგორც ეს უეფა-ს უნდოდა. ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ გავვარდით. ეს არ მიმაჩნია ჩავარდნად, მომხდარი სრულიად აშკარა იყო“, – მოჰყავს სიმეონეს სიტყვები გაზეთ „მარკას“.
მეოთხედფინალში „რეალი“ ლონდონის „არსენალს“ შეხვდება. პირველი მატჩი 8 აპრილს გაიმართება, განმეორებითი – 16 აპრილს.