დიეგო სიმეონემ „ინტერთან“ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT

10:20, 24.02.2026

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია მილანის „ინტერთან“ და, შესაძლოა, იტალიური გუნდი ჩაიბაროს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, – იტყობინება ინტერნეტტელევიზია El Chiringuito.

მილანურ კლუბსა და არგენტინელ სპეციალისტს შორის შეთანხმება შედგა ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც „ატლეტიკომ“ 4:2 დაამარცხა „ესპანიოლი“. „ინტერი“ მზად არის, სიმეონეს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

ადრე იტყობინებოდნენ იმის შესახებ, რომ დამოკიდებულება სიმეონესა და „ატლეტიკოს“ სპორტულ დირექტორს, მატეუ ალემანის შორის გაუარესდა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ და მადრიდულმა კლუბმა უკვე დაიწყო ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა.

სიმეონე „ატლეტიკოს“ 2011 წლის დეკემბრიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და მოიგო ევროპის ლიგა.

მსგავსი