დიეგო სიმეონე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების რეიტინგის ლიდერია #1TVSPORT
დიეგო სიმეონე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების რეიტინგის ლიდერია #1TVSPORT

ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ევროპულ ფეხბურთში მომუშავე მწვრთნელების ხელფასების კვლევის შედეგები წარმოადგინა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტია მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე, რომელსაც თვეში 3.33 მილიონი ევრო აქვს. შემდეგ მოდიან: ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი) – 1.89 მილიონი, იურგენ კლოპი (ლივერპული) – 1.49 მილიონი და ანტონიო კონტე (ტოტენჰემი) – 1.49 მილიონი ევრო.

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო თვეში 1.1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსიდან“ – 1.17 მილიონს, ჟოზე მოურინიო „რომადან“ – 770 ათას ევროს.