დიეგო სიმეონე - ვისურვებდი, რომ ფელიქსმა ენერგიის მთელ მატჩზე გადანაწილება შეძლოს
დიეგო სიმეონე - ვისურვებდი, რომ ფელიქსმა ენერგიის მთელ მატჩზე გადანაწილება შეძლოს

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილია.

სიმეონეს შეგირდებმა ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში „ოსასუნას“ უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს. დიეგო სიმეონემ განსაკუთრებით ჟოაო ფელიქსი გამოარჩია.

„ჩვენ მომავალშიც ასე უნდა ვითამაშოთ. გუნდი ყოველთვის კარგად იბრძოდა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის ყოველთვის საკმარისი არ იყო ხოლმე. მაგალითად, ჩვენ ტურინში  „იუვენტუსთან“ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით.

მთავარია, რომ მიზანი მიღწეულია – ჩვენ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავედით. ფელიქსი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მას ტალანტი აქვს, შექმნას საგოლე მომენტები და კარისკენ გაიჭრას. ფელიქსი ამას ყოველთვის გვაჩვენებს.

ვისურვებდი, რომ მატჩის ბოლოსკენ მას ენერგია ბოლომდე გაჰყვეს. ალბათ, ფელიქსმა უფრო გონივრულად უნდა გადაანაწილოს თავისი ძალა, რადგან მატჩის ბოლოს გოლის გატანის შანსი ყოველთვის უფრო მეტია.“ – განაცხადა მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა.