დიეგო სიმეონე „რეალს“ გამოესარჩლა
დიეგო სიმეონე „რეალს“ გამოესარჩლა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ვიდეოარბიტრის არსებობამ მსაჯებს სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების მაქსიმალური საშუალება მისცა. დიეგო სიმეონე „სამეფო“ კლუბსაც გამოესარჩლა და „რეალისთვის“ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ვიდეოარბიტრი ყველაფერს აფიქსირებს. ადრე ჩვენ არ გვქონდა საშუალება, დაგვენახა ის, რასაც VAR-ის მეშვეობით ვამჩნევთ, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Goal.com. – ახლა ყველაფერი გაცილებით სამართლიანია.

თუ გუნდმა ბევრი პენალტი დაიმსახურა, ეს ნიშნავს, რომ უფრო ხშირად იყო მეტოქის საჯარიმოზე. მაგალითად, ახლა ხშირად ამბობენ, რომ „რეალს“ ყველაზე მეტი პენალტის დარტყმის საშუალებას აძლევენ. თუ ყველა მეტჯერ შეუტევ, როგორც „რეალი“, ყველაზე მეტი პენალტის გატანის საშუალება მოგეცემა“, – განმარტავს „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი.