დიეგო სიმეონე - ლა ლიგიდან მესისა და რონალდოს წასვლამ ყველა დაგვაზარალა #1TVSPORT
დიეგო სიმეონე - ლა ლიგიდან მესისა და რონალდოს წასვლამ ყველა დაგვაზარალა #1TVSPORT

„ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ესპანეთის ჩემპიონატიდან მესისა და რონალდოს წასვლის შესახებ ისაუბრა – არგენტინელი „ბარსელონადან“. პსჟ-ში გადავიდა, პორტუგალიელი კი „რეალიდან“ ჯერ იუვენტუსში, შემდეგ კი „მანჩესტერ იუნაიტედში“.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ვარსკვლავი „ატლეტიკოს“ მთავარ კონკურენტ კლუბებში თამაშობდა, სიმეონეს მიაჩნია, რომ მათი ლა ლგიდან წასვლამ ყველა დააზარალა.

„მესისა და რონალდოს წასვლით ლა ლიგაში ყველამ წავაგეთ. ისინი 100 პროცენტით იხარჯებოდნენ წლების განმავლობაში და ესპანეთის ჩემპიონატის მაღალ დონეს ინარჩუნებდნენ. თუმცა, ლიგამ მათ გარეშეც უნდა განაგრძოს განვითარება, მაგრამ მესისა და რონალდოს წასვლამ ესპანეთში ფეხბურთის ტემპი დააგდო“, – მიაჩნია დიეგო სიმეონეს.

დატოვე კომენტარი