დიეგო სიმეონე – გრიზმანი მსოფლიოში საუკეთესოა

11:05, 11.09.2018
MADRID, SPAIN - APRIL 05: Antoine Griezmann of Atletico Madrid speaks with Head coach Diego Simeone of Atletico Madrid during the UEFA Europa League quarter final leg one match between Atletico Madrid and Sporting CP at Wanda Metropolitano on April 5, 2018 in Madrid, Spain. (Photo by TF-Images/TF-Images via Getty Images)

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ვის თვლის მსოფლიოში გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად.

„გრიზმანი საუკეთესო ფეხბურთელია, მის გუნდიდან წასვლას ვერც კი წარმოვიდგენდი. ვერ ვხედავდი მას ბარსელონაში, მჯეროდა, რომ ჩვენთან დარჩებოდა. გრიზმანმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ლიგა, ევროპის სუპერთასი, გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი. მე გული მწყდება, რომ ის არ არის წარდგენილი „ოქროს ბურთის” ნომინაციაზე“, – აცხადებს სიმეონე.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონის დამთავრების შემდეგ, ბარსელონა მზად იყო, 100 მილიონის ფარგლებში შეეძინა ფრანგი, მაგრამ გრიზმანმა უარი განუცხადა კატალონიელებს და კონტრაქტი გაუგრძელა მადრიდის „ატლეტიკოს”.

ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე ფიფას ვერსიით წარდგენილნი არიან კრიშტიანო რონალდო (“იუვენტუსი”), მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”) და მადრიდის „რეალის” ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი.

მსგავსი