დიეგო სიმეონე - გამართლება არ გვაქვს, სამართლიანად ვტოვებთ ტურნირს
დიეგო სიმეონე - გამართლება არ გვაქვს, სამართლიანად ვტოვებთ ტურნირს

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კომენტარი გაუკეთა თავისი გუნდის გავარდნას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან. არგენტინელი სპეციალისტის გუნდმა 1:2 წააგო „ლაიპციგთან“.

„100 პროცენტით დავიხარჯეთ. რთული მატჩი გამოდგა, ისინი სწრაფები იყვნენ. ეს გრძელი წელი იყო და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება ზეწოლა აღმოჩნდა ჩვენთვის. ვერ შევძელით ისე თამაში, როგორც გვსურდა. მომეწონა „ლაიპციგის“ ენთუზიაზმი და ენერგია, აგრეთვე, მისი თამაში. ჩვენი კი გამართლება არ გვაქვს. სრულად დავიხარჯეთ და გავედით მეოთხედფინალში, ახლა კი სავსებით სამართლიანად ვტოვებთ ტურნირს და უნდა მივულოცოთ ჩვენს ოპონენტებს. დროა თავი მაღლა ავწიოთ და მომდევნო სეზონისთვის მოვემზადოთ“, – მოჰყავს სიმეონეს სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდს.