დიეგო სიმეონე ჟოზე მოურინიოს შესახებ – ჩვენ მიმართ დიდი ყურადღებაა მომართული, ამიტომ სიტყვები ფრთხილად უნდა შევარჩიოთ #1TVSPORT

09:29, 22.09.2026

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ რამდენიმე დღის წინ გამართული მადრიდული დერბის კონტექსტში („ატილეტიკომ“ 2:1 მოიგო) „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა.

არგენტინელი მწვრთნელის თქმით, მიუხედავად სხვისი აზრის პატივისცემისა, ისეთ სპეციალისტებს, როგორებიც არიან ფლიკი, მოურინიო, პელეგრინი თუ თავად სიმეონე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ:

„ჩვენ მიმართ დიდი ყურადღებაა მომართული, ამიტომ სიტყვები ფრთხილად უნდა შევარჩიოთ. აუცილებელია მსაჯებისა და კოლეგების პატივისცემა. როცა ამ ზღვარს გადააბიჯებ, სულერთია ვინ ხარ – მოურინიო, სიმეონე, ფლიკი თუ პელეგრინი, მსგავსი საქციელი დაუშვებელია და ამის უფლება არ გვაქვს“, – ამბობს სიმეონე.

მატჩის მიმდინარეობისას მოურინიოს გაღიზიანება არბიტრების კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. პორტუგალიელი თვლიდა, რომ მსაჯებმა სათანადოდ არ შეაფასეს ის ეპიზოდები, სადაც „ატლეტიკოს“ ფეხბურთელები წესებს არღვევდნენ.

მსგავსი