დიეგო სიმეონე - „ბაიერნთან“ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს
დიეგო სიმეონე - „ბაიერნთან“ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს

„ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ხვალ „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ მნიშვნელოვანი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ერთი გამარჯვების, ფრედ დამთავრებული ორი თამაშისა და ერთი მარცხის შემდეგ, ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი. – ახლა ნაკლებად მაღელვებს, თუ როგორი ანგარიშით დამთავრდება სხვა მატჩი ჩვენს ჯგუფში.

ჩვენ ძალიან მკაფიო მიზანი გვაქვს – ხელში ავიღოთ ინიციატივა „ბაიერნთან“ თამაშისას და მოწინააღმდეგის ყველა სისუსტე გამოვიყენოთ“, – აცხადებს მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკო“ ჯგუფში ხუთი ქულით მეორე ადგილზეა, პირველზე კი ოთხი მოგებითა და 12 ქულით მიუნხენური გრანდი იმყოფება.