დიეგო სიმეონე - „ბაიერნთან“ მტკივნეული მარცხის მიუხედავად, მე საკუთარი გუნდის მწამს
დიეგო სიმეონე - „ბაიერნთან“ მტკივნეული მარცხის მიუხედავად, მე საკუთარი გუნდის მწამს

„ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ აღიარა, რომ „ბაიერნთან“ მარცხი (4:0) მისთვის და მისი კლუბისთვის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ საკუთარი გუნდის სწამს.

„ბოლომდე მჯერა ჩემი გუნდის, მიუნხენში მტკივნეული მარცხის მიუხედავად, – ციტირებს დიეგო სიმეონეს სიტყვებს Goal, – ამ მატჩში ბევრი დადებითი მხარეც დავინახე. გუნდი დიდი ენთუზიაზმით და ინტენსივობით თამაშობდა, ცდილობდა მოედანი ეკონტროლებინა. მე ვიცი „ატლეტიკოს“ სათამაშო დონე“, – აცხადებს მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი.

დღეს, 24 ოქტომბერს „ატლეტიკო“ „ბეტისს“ დაუპირისპირდება. დიეგო სიმეონეს აქვს შანსი, რომ კლუბის რეკორდი მოხსნას და ესპანეთის ჩემპიონატში 21 წაუგებელი მატჩი მიითვალოს.