დიეგო სიმეონე „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტს სამი წლით გაახანგრძლივებს #1TVSPORT
დიეგო სიმეონე „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტს სამი წლით გაახანგრძლივებს #1TVSPORT

„ატლეტიკოს“ უახლოესი სამი წლის განმავლობაში კვლავ არგენტინელი სპეციალისტი გაწვრთნის, – ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, დიეგო სიმეონე მადრიდულ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

იუწყებიან, რომ ახალ კონტრაქტში გათვალისწინებული იქნება პუნქტი, რომლის თანახმად, „ატლეტიკოს“ მენეჯერებს სიმეონესთან ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტა შეეძლებათ, თუ არგენტინელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თმაშის უფლებას ვერ მოიპოვებს.

დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ 2011 წლიდან უდგას სათავეში. ამ პერიოდის განმავლობაში მადრიდელებმა ორჯერ მოიგეს ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ დაეუფლნენ ევროპა ლიგის თასს და ასევე ორჯერ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ესპანეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში „ატლეტიკო“ მესამე ადგილზეა და სატურნირო ცხრილის ლიდერს, თანაქალაქელ „რეალს“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. თუმცა აღსანიშნავია, რომ სიმეონეს შეგირდებს ერთი მატჩი თადარიგში აქვთ.