დიეგო შვარცმანი წლის შემაჯამებელი ტურნირის ბოლო მონაწილე გახდა
დიეგო შვარცმანი წლის შემაჯამებელი ტურნირის ბოლო მონაწილე გახდა

არგენტინელი ჩოგბურთელი დიეგო შვარცმანი წლის შემაჯამებელი ტურნირის ბოლო მერვე საგზურის მფლობელი გახდა.

პარიზის “მასტერსზე” შვარცმანმა მეოთხედფინალამდე მიაღწია. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას ლონდონის ტურნირზე გამოსვლის უფლება მიეღო, რადგან მისმა ორმა კონკურენტმა ასევე ადრეულ ეტაპზე დაასრულა ბრძოლა პარიზში.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის მონაწილეები გახდნენ: სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ესპანელი რაფაელ ნადალი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი, რუსები – დანიილ მედვედევი და ანდრეი რუბლიოვი.

სეზონის დასკვნითი ტურნირი 15-22 ნოემბერს, ლონდონში გაიმართება.

დატოვე კომენტარი