დიეგო მარტინესი - მჯეროდა, რომ „ლოკომოტივს“ მოვუგებდით
დიეგო მარტინესი - მჯეროდა, რომ „ლოკომოტივს“ მოვუგებდით

თბილისის „ლოკომოტივთან“ ევროპის ლიგის შეხვედრის მოგების (2:0) შემდეგ „გრანადას“ მწვრთნელმა, დიეგო მარტინესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავისი გუნდით ძალიან ამაყობს.

„ჩემმა ფეხბურთელებს გრანადას მოსახლეობა გაახარეს და მადლობა მათ ამისთვის. გუნდმა დიდი სამუშაო გააკეთა და ჩვენ შვედურ „მალმიოსთანპლეიოფში თამაშის უფლება მოვიპოვეთ, რაც კლუბისთვის სრულიად ახალი გამოცდილებაა. გუნდმა შექმნა უამრავი საგოლე მომენტი, მეტოქეს კი რეალური საგოლე შანსი არ ჰქონია. თუმცა, სწრაფი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ და ეს მეორე ტაიმის დაწყებისას დისკომფორტს გვიქმნიდა. რთულ თამაშში იყო. შანსები გვქონდა, მაგრამ მოთმინება და კონცენტრაცია გამოვიჩინეთ და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში მხოლოდ მეორე ტაიმში გავხსენით, მჯეროდა, რომ მიზანს მივაღწევდით“, – თქვა „გრანადას“ მთავარმა მწვრთნელმა.

გრანადა“ ევროპის ლიგის პლეიოფში კვირას ეთამაშა შვედურ „მალმეს“, რომელმაც ზაგრების „ლოკომოტივი“ 5:9 გაანადგურა. წყვილის გამარჯვებული ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.