დიეგო მარადონაზე დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა [ვიდეო]

გამოქვეყნდა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის ტრეილერი.

ფილმს „დიეგო მარადონა“ ჰქვია და მისი პრემიერა კანის კინოფესტივალზე 14 ივნისს შედგება.

„დიეგო მარადონას“ შექმნისთვის გამოიყენეს ლეგენდარული ფეხბურთელის პირადი არქივიდან 500 საათი ვიდეომასალა, რომელიც ადრე არასოდეს უნახავს მაყურებელს.

ფილმის შემქმნელია ასიფ კაპადია, რომელმაც მანამდე გადაიღო დოკუმენტური ფილმები ფორმულა 1-ის პილოტ აირტონ სენაზე და მომღერალ ემი უაინჰაუსზე.