დიეგო მარადონასთან გამოთხოვების დროს, ფანებისა და პოლიციის შეჯახება მოხდა (ვიდეო)
დიეგო მარადონასთან გამოთხოვების დროს, ფანებისა და პოლიციის შეჯახება მოხდა (ვიდეო)

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში ლეგენდარულ დიეგო მარადონას ეთხოვებიან.

ათასობით გულშემატკივარმა, რომელიც ცერემონიაზე მივიდა, გიგანტური რიგი შექმნა და ზოგიერთ ადგილას დაიწყო შეტაკებები პოლიციასთან. დამწუხრებულმა ფანებმა სიმჭიდროვისგან ბარიერები გაარღვიეს და ამის შემდეგ გამოიყენა პოლიციამ ძალა.

დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის გამო, არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.