დიეგო მარადონას ვაჟმა განაცხადა, რომ მამამისი მოკლეს #1TVSPORT
დიეგო მარადონას ვაჟმა განაცხადა, რომ მამამისი მოკლეს #1TVSPORT

დიეგო მარადონას ვაჟმა დიეგო არმანდო მარადონა-უმცროსმა განაცხადა, რომ მისი ლეგენდარული მამა მოკლეს.

„მიმდინარეობს ღია გამოძიება. ჩვენ, მის შვილებს ნამდვილად გვჯერა არგენტინული მართლმსაჯულების. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ასე არ უნდა დასრულებულიყო.

მათ მოკლეს მამაჩემი. ვერ ვიტყვი ვინ გააკეთა ეს, ამასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებები გამაჩნია, მაგრამ ახლა არ გავახმოვანებ.

ის ბედის ანაბარა მიაგდეს მაშინ, როცა შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება. საკუთარ თავს დავპირდი, რომ სიცოცხლის ბოლო დღემდე ვიბრძოლებ სამართლიანობისთვის“, – მოჰყავს უმცროსი მარადონას სიტყვები გაზეთ Marca-ს.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.