დიეგო მარადონას მიმართვამ ფედერერი აატირა (ვიდეო)
დიეგო მარადონას მიმართვამ ფედერერი აატირა (ვიდეო)

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა ემოციურად მიიღო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო მარადონას მისალმება ალექსანდრ ზვერევთან საგამოფენო მატჩის შემდეგ. ეს შეხვედრა ბუენოს აირესში გაიმართა.

მარადონამ ვერ შეძლო მატჩზე დასწრება, მიუხედავად მიწვევისა, მაგრამ ვიდეომიმართვა ჩაწერა ფედერერისთვის, რომელიც პირდაპირ კორტზე, დიდ ეკრანზე უჩვენეს. 38 წლის შვეიცარიელმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო ყოფილი ფეხბურთელის სიტყვის შემდეგ.

„სალამი, ოსტატო, მანქანავ, არ ვიცი, როგორ უფრო მოგწონს რომ გიწოდო. შენ იყავი, ხარ და იქნები უდიადესი. შენნაირები აღარ არსებობენ. მინდა იცოდე: თუ შეგექმნება რაიმე სირთულე ჩემს ქვეყანაში, შეგიძლია დამირეკო და უბრალოდ მითხრა, რა გჭირდება.

დიდ კოცნას ვუგზავნი შენს მეუღლესა და ბავშვებს. შენ მანქანა ხარ – მიყვარს, ასე რომ გეძახი. ყველა დროის უდიადესი ჩოგბურთელი“, – თქვა მარადონამ.