დიეგო მარადონას გიჟური ცეკვა გასახდელში [ვიდეო]

არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ და მექსიკური „დორადოსის“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო მარადონამ მექსიკის მეორე დივიზიონის მეოთხე ტურში „კორეკამინოსის“ წინააღმდეგ გამარჯვება (1:0) ცეკვით იზეიმა. ვიდეო ესპანურმა გაზეთმა „ასმა“ (AS) გაავრცელა.

58 წლის მარადონა „დორადოსის“ მთავარი მწვრთნელი 2018 წლის სექტემბერში გახდა. მიმდინარე სეზონში ოთხი ტურის შემდეგ, კლუბი ბოლოსწინა მე-15 ადგილზეა.