დიეგო მარადონამ ტვინზე ოპერაცია წარმატებით გადაიტანა
დიეგო მარადონამ ტვინზე ოპერაცია წარმატებით გადაიტანა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ თავის ტვინზე ოპერაცია გადაიტანა. უფრო ადრე, გამოკვლევამ მის ტვინში ჰემატომა აღმოაჩინა.

„დიეგო მარადონას ოპერაცია დასრულდა და ის წარმატებით ჩატარდა. ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. დიეგოს ყველაფერი წესრიგში აქვს და ის საკუთარ პალატაში ისვენებსì, – დაწერა „ინსტაგრამში“ ყოფილი ფეხბურთელის პრესმდივანმა სებასტიან სანჩიმ.

წარმატებული ოპერაცია დაადასტურა 60 წლის მარადონას ექიმმაც.

„ოპერაცია საათი და 20 წუთი გრძელდებოდა. ჰემატომა მოშორებულია. დიეგო თავს კარგად გრძნობს. ოპერაცია შესანიშნავად გადაიტანა, გონებაზეა და მხნედ უჭირავს თავი“, – განაცხადა ექიმმა.

ვარაუდობენ, რომ ჰემატომა შეიძლება გამოიწვია მსუბუქმა ტრავმამ, რომელიც მარადონამ, სავარაუდოდ, კრივში ვარჯიშის ან ზურგზე დაცემის დროს მიიღო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მარადონა ლა პლატას კლინიკაში აღმოჩნდა. მისმა პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ ჰოსპიტალიზაცია პროფილაქტიკური ხასიათისა იყო და დიეგო მალე დატოვებდა კლინიკას.