დიეგო მარადონამ სამპაოლი გააკრიტიკა
დიეგო მარადონამ სამპაოლი გააკრიტიკა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი გააკრიტიკა. ჩემპიონატის ფავორიტმა თავის პირველ მატჩში ვერ შეძლო ისლანდიის დამარცხება – 1:1.

სამპაოლის არ გააჩნია კონკრეტული სათამაშო გეგმა. წავიკითხე, რომ ის 2-3-3-2 სქემით აპირებს თამაშს. ეს სასაცილოა. დღეს არავინ ასეთი სქემით არ თამაშობს, ამიტომაც, არგენტინას ძალიან გაუჭირდება. თუ არგენტინელები ასე თამაშს გააგრძელებენ, სამპაოლის შეუძლია შინ არ დაბრუნდეს. გუნდი არ აღმოჩნდა მზად ისლანდიასთან სათამაშოდ, ეს სირცხვილია. არგენტინა არ ცდილობდა მოკლე პასებით თამაშს და აგრძელებდა საჯარიმოში ჩაწოდებებს, არადა, იცოდა, რომ ისლანდიას ორ მეტრამდე ფეხბურთელები ჰყავს”, მოჰყავს El Comercio-ს მარადონას სიტყვები.

 

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!