დიეგო მარადონამ მექსიკური დორადოსიდან წასვლის შესახებ განაცხადა
დიეგო მარადონამ მექსიკური დორადოსიდან წასვლის შესახებ განაცხადა

მექსიკური დორადოსის მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ სეზონის ბოლოს კლუბიდან წასვლის შესახებ განაცხადა. პარასკევს არგენტინელის კლუბმა მექსიკის მეორე დივიზიონში რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩში ფრედ ითამაშა ვენადოსის წინააღმდეგ და გაინაღდა ადგილი პლეიოფში.

„კლაუსურას ჩემპიონატის შემდეგ დორადოსს დავტოვებ“, – თქვა მარადონამ. – „ვწუხვარ, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა“.

არგენტინელმა დაამატა, რომ დორადოსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი მუშაობისას არბიტრები არაობიექტურად მსაჯობდნენ თამაშებს.

„იცით, რატომ არ სტვენენ მსაჯები? უბრალოდ იმიტომ, რომ ეს მარადონას გუნდია“, – აღშფოთდა მწვრთნელი.

მარადონა დორადოსს 2018 წლის სექტემბრიდან წვრთნის. მაისიდან ის ბრესტის დინამოს პრეზიდენტის თანამდებობაზეცაა, მაგრამ ივლისის შემდეგ ბელარუსში არ ჩასულა.