დიეგო მარადონამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაწვრთნის სურვილი გამოთქვა
დიეგო მარადონამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაწვრთნის სურვილი გამოთქვა

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა არგენტინელმა დიეგო მარადონამ გამოთქვა მზადყოფნა, სათავეში ჩაუდგეს „მანჩესტერ იუნაიტედს“.

„თუ „მანჩესტერ იუნაიტედს“ სჭირდება მწვრთნელი, მე ის ადამიანი ვარ, ვინც მათ გამოადგებათ. ვიცი, რომ ისინი მთელ მსოფლიოში უამრავ მაისურს ყიდიან, მაგრამ ტიტულების მოგებაც სჭირდებათ. შემიძლია მათთვის ეს გავაკეთო. „მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდი ხანი იყო ჩემი საყვარელი ინგლისური გუნდი. ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავდათ და იყო არაჩვეულებრივი გუნდი ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით. დღევანდელ „მანჩესტერში“ მე მომწონს ანდერ ერერა. პოგბა? ის საკმარისად მონდომებით არ მუშაობს“, – მოჰყავს მარადონას სიტყვები „ფორფორთუს“ (FourFourTwo).

„მანჩესტერ იუნაიდეტის“ ამჟამინდელი დამრიგებელია ოლე-გუნარ სოლსკიაერი.